შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივლისი » 3 » ჯინსის ისტორია
11:13 PM
ჯინსის ისტორია
ჯინსი - ნაჭერი, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მატერიაა, მაინც დღემდე პოპულარულია. თვალი გადავავლოთ ჯინსის ისტორიას. როდის, ვის და რატომ ეცვა ჯინსი... მეთვრამეტე საუკუნე ეს საუკუნე ამერიკაში ძირითადად ვაჭრობის, მონური შრომის ხანა იყო. ამ დროს ბამბის პლანტაციების რაოდენობა თანდათან იზრდებოდა. მატულობდა მუშების რაოდენობაც. მათ კი გამძლე ტანსაცმელი ესაჭიროებოდათ. სწორედ ამიტომ მათ ჯინსები ეცვათ.მეცხრამეტე საუკუნე - ოქროს ხანა ამ საუკუნის დასაწყისი, კალიფორნიის შტატში ოქროს ხანად ითვლებოდა. ამ დროს მაღაროში მომუშავეების მთავარი მოთხოვნაც გამძლე ტანისსამოსი იყო, რომელიც სწრაფად არ გაიცვითებოდა. ამ მიზეზით ისინი ძირითადად ჯინსებს ხმარობდნენ. 30-იანი წლები - ვესტერნიზაცია1930 წელს ლეობ (ლევი) სტრაუსმა თავისი ბიზნესი წამოიწყო. ის ჯინსის წარმოების ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. დღემდე ლევისის ჯინსები მსოფლიოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში შეერთებულ შტატებში ე.წ ვესტერნიზაცია დაიწყო. ამ დროს ჯინსებით კოვბოები სარგებლობდნენ. მათ ჯინსები მხოლოდ იმიტომ ეცვათ, რომ ის ძალიან პოპულარული იყო. 40-იანი წლები - ომი ეს წლები უკვე ომის პერიოდია. ამ დროს ძალიან ცოტა ჯინსის შარვალი იქმნებოდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ეს მატერია მსოფლიოს ამერიკელმა ჯარისკაცებმა გააცნეს. მათ ჯინსები ხშირად მაშინ ეცვათ, როდესაც სამხედრო სამსახურისგან დროებით ისვენებდნენ. სწორედ ამ პერიოდში ისეთმა ცნობილმა ფირმებმა, როგორებიცაა "ლიი” და "ვრანგლერი” დაიწყეს თავიანთი მოღვაწეობა. ისინი ცდილობდნენ ღირსეული კონკურენცია გაეწიათ "ლევი შტრაუსს”-ისათვის, რომელიც იმ დროს უკვე ძალიან პოპულარული იყო. 50-იანი წლები - პროტესტანტები 50-იან წლებში ჯინსი მეამბოხე თინეიჯერების კრედოდ იქცა. ეს იყვნენ ახალგაზრდები, რომლებსაც პროტესტის გრძნობა უჩნდებოდათ მთელი საზოგადოების მიმართ. სწორედ ამიტომ, ვისაც ჯინსი ეცვა ძალიან ბევრი სკოლიდან რიცხავდნენ. 60-70-იანი წლები ჰიპები და ცივი ომი ამ დროს ჯინსმა სახე იცვალა. გამოდიოდა ახალი სტილის, მოქარგული და მოხატული ჯინსები. არა დასავლეთის ქვეყნებში ეს დასავლური დეკადენტობის (დაცემულობის) სიმბოლოდ ითვლებოდა და ძალიან ძნელი საშოვნი იყო. 80-იანი წლები - დიზაინერული ჯინსი 1980 წლიდან ჯინსი დიზაინერების შთაგონების წყაროდაც იქცა. ცნობილმა დიზაინერებმა თავიანთი განსხვავებული სტილის ჯინსის შარვლების წარმოება დაიწყეს. მათი გაყიდვები კი ყოველდღიურად იზრდებოდა. 90-იანი წლები - მოდიდან გადასვლა მართალია, ჯინსი მოდიდან არასოდეს გადადის, მაგრამ მაინც არის პერიოდები, როდესაც ის იმდენად პოპულარული აღარ არის ხოლმე. სწორედ ამ წლებში ახალგაზრდობას აღარ აინტრესებდა ტრადიციული ე.წ "501” ჯინსები. ეს იმიტომ, რომ იმ დროინდელ თინეიჯერებს არ უნდოდათ ჩაეცვათ ის, რაც მათ მშობლებს ეცვათ. თუმცაღა მათ მაინც ეცვათ ჯინსები, ოღონდ განსხვავებული სტილის. ის აუცილებლად სხვა თარგზე დამზადებული უნდა ყოფილიყო და ამასთან ორიგინალური დეტალებით გაფორმებული. ამ წლებში "ლევისს”, ნომერ პირველ ჯინსის მწარმოებელ კომპანიას ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა. მათი პროდუქცია აღარ იყიდებოდა. ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე თერთმეტი ჯინსის ფაბრიკა დაიკეტა. 2000 წელი - დაბრუნება ჯინსები ისევ მოდაში შემოვიდა ისეთი ცნობილი დიზაინერების წყალობით, როგორებიც არიან დიორი, შანელი, ვერსაჩე, ხლოე და სხვები. მათ შექმნეს ახალი კოლექციები, სადაც ჯინსი არა მხოლოდ შარვლებში არამედ ჩანთებში, მაისურებში და სხვა აქსესუარებსა თუ ტანისამოსშიც გამოიყენებოდა. 2000 წელს ჯინსი პოპულარობის პიკზე ავიდა. ამ წელს მოდაში ჯინსის მატერიისგან დამზადებული ფარდები, ბალიშები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებიც შემოვიდა. ჯინსის ტანისამოსის ფასი უკვე 3000 დოლარსაც კი სცილდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო აღმავლობის ხანა ჯინსის ისტორიაში. დღემდე ჯინსი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ის ყველაზე კომფორტულ და გამძლე მატერიათ ითვლება. ჯინსის შარვლები დღეს ქალებსაც და მამაკაცებსაც ერთნაირი წარმატებით აცვიათ. ოცდამეერთე საუკუნეში ჯინსის შოვნა პრობლემა აღარ არის. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისთვის შესაფერისი მოდელის შერჩევა. "ლევი სტრაუსი” აღარ არის ჯინსის შარვლების ერთადერთი მწარმოებელი, თუმცა ის მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღემდე ითვლება, რომ ეს კომპანია ყველაზე ხარისხიან პროდუქციას აწარმოებს, მიუხედავად, იმისა, რომ აღარ არსებობს დიზაინერი თუ კომპანია, რომელსაც თავის კოლექციაში ერთი ჯინსის ტანსაცმელი ან აქსესუარი მაინც რომ არ ჰქონდეს.
ნანახია: 2048 | დაამატა: knopka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
0  
2 kidrauhl   (2010-07-04 3:26 PM) [Entry]
საინტერესოა : ))

0  
1 tatia   (2010-07-03 11:16 PM) [Entry]
VAI RAMDENIA cool

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჩვენი გამოკითხვა
თქვენი საცხოვრებელი უბანი თბილისში ?
Total of answers: 171

Copyright MyCorp © 2026