შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 1 » კომბოსტოს წვნიანის დიეტა
10:03 PM
კომბოსტოს წვნიანის დიეტა



ეს დიეტა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია და შვიდი დღე გრძელდება. მისი დაწყება შეგიძლიათ მაშინვე, როგორც კი შენიშნავთ, რომ რამდენიმე კილოგრამია დასაკარგი. მას ხშირად იყენებენ რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენის წინ ან საპლაჟო სეზონის სამზადისში.

აღწერა
დიეტას საფუძვლად ადვილად მოსამზადებელი, ნოყიერი, დაბალკალორიული, მაგრამ თითქმის უგემური კომბოსტოს წვნიანი უდევს. ხილი და ბოსტნეული (მათი გამოყენება მხოლოდ დიეტის მეორე დღიდან შეიძლება) მადის ჩახშობაში დაგემხარებათ და ნებისმიერი რაციონისთვის აუცილებელი მინერალებითა და ვიტამინებით მოგამარაგებთ.

ამ დიეტის დამცველი ადამიანის ტიპიური რაციონი შეიცავს კომბოსტოს წვნიანს, ხილისა და ბოსტნეულის შეუზღუდავ რაოდენობას (ალტერნატიული დღეები), 0,3 ლიტრ უცხიმო რძეს და დაბალკალორიულ ნატურალურ იოგურტს, ჩაის, ყავას. მეოთხე დღეს რაციონში დასაშვებია ბანანი, მეექვსე დღეს კი – ბრინჯი. დიეტა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაბალკალორიულია და ძალიან მკაცრი, რაც წონის შესამჩნევად დაკლების გარანტიაა.

კომბოსტოს წვნიანის დიეტის დაწყება ადვილი არ არის. 7 დღის განმავლობაში გამორიცხული არაა თავბრუსხვევა და გაზრდილი გაღიზიანება. ამიტომ მისი დაცვის პერიოდში ყველანაირი შეხვედრის გადადება სჯობს. გარდა ამისა, თუკი თქვენ მისი დასრულებისთანავე ჩვეულ რაციონს დაუბრუნდებით, დაკარგულ კილოგრამებს მალევე აღიდგენთ. სწორედ ამიტომ არ არის ეს დიეტა ხანგრძლივი და ხელსაყრელია მხოლოდ მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის მოსამზადებლად.

კომბოსტოს წვნიანის რეცეპტი
1 თავი კომბოსტო, 6 სტაფილო, 6 საშუალო ზომის ხახვი, 2 წითელი ან მწვანე ბულგარული წიწაკა, 3 დიდი პომიდორი, 5 ღერი ნიახური, 110 გრ. ბრინჯი, მარილი და პილპილი.

დაჭერით ბოსტნეული და ჩაუშვით წყალში, მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ ნელ ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთი ისე, რომ თავზე არ დაახუროთ. შემდეგ დაახურეთ და დატოვეთ ასე 1 საათით. მოხარშეთ ბრინჯი და გამზადებულ წვნიანს შეურიეთ. გააგრილეთ. წვნიანის შენახვა მაცივარში შეიძლება, გამოყენების წინ გაათბობთ. მრავალფეროვნებისთვის შეცვალეთ ხოლმე სანელებლები, ან გამოიყენეთ სოიოს სოუსი.

ნაკლი
მართლა უნდა გიყვარდეთ ბოსტნეული, განსაკურებით კომბოსტო. ეს დიეტა ძალიან მკაცრია და მოგიხდებათ ალკოჰოლზე უერის თქმა. სისხლში შაქრის ნაკლებობამ, შესაძლოა, ხასიათის ცვალებადობა და ენერგიის დანაკლისი გამოიწვიოს, მაღალია უხეშობის გამოვლენისა და წონასწორობიდან გამოსვლის ალბათობაც.
კატეგორია: დიეტა | ნანახია: 1539 | დაამატა: tatia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 tatia   (2010-07-01 11:58 AM) [Entry]
hearts

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჩვენი გამოკითხვა
თქვენი საცხოვრებელი უბანი თბილისში ?
Total of answers: 171

Copyright MyCorp © 2026