
როგორც კი დღესასწაული მოდის, ბევრი ქალი პანიკას ეძლევა...მანამ, სანამ არ იპოვის სწორედ იმ კაბას. ეს სტატია დაეხმარება მათ, ვინც ეძებს.
თუ ახალგაზრდა ხართ, შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ იყიდოთ მოკლე, ქალური კაბა, რომელიც გამოაჩენს კოხტა ფეხებს და ცოტა მხრებს.
უბრალო და დახვეწილი ნივთები – იდეალური გადაწყვეტილებაა მაშინ, როცა ახალგაზრდა ხართ და ისე გამოიყურებით, როგორც უკვე ვეღარასოდეს შეძლებთ. ახლა ალბათ ფიქრობთ, რომ სულაც არ გამოიყურებით გადასარევად. მაგრამ შემდეგში არა ერთხელ იფიქრებთ, რომ გცოდნოდათ როგორ გამოიყურებოდით მაშინ, უფრო დარწმუნებული იქნებოდით საკუთარ თავში.
«სერცესებური» ჭრილები ჯერ კიდევ პოპულარულია, მაგრამ ჭრილის ფორმა შედარებით გაგანიერებული უნდა იყოს. ამის მიუხედავად, გასული წლების ვიწრო ჭრილები სეზონის ფავორიტად რჩება სხვა ელემენტების შეცვლის ხარჯზე. ყურადღღება მიაქციეთ ბებიის დანატოვარ კაბებს.
ქვედა კაბები მუხლამდე. რბილი ბარხატი და აბრეშუმი – ამ სეზონის ქალური ქსოვილებია, რომლებიც ნამდვილ ლედიდ გაქცევთ. ბევრ ქალს არ უყვარს მკლავების გამოჩენა სხვადასხვა მიზეზების გამო. უსახელო კაბა წარმატებით შეგიძლიათ შეუხამოთ ზედა მოსაცმელს ან პიჯაკს. სთხოვეთ გამყიდველს გიჩვენოთ რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც თქვენს კაბას მოუხდება.
მაქმანებიანი კაბის ყიდვისას უპირატესობა მიანიჭეთ შედარებით ძვირფას, მაგრამ ხარისხიან კაბას. იაფფასიანი მაქმანი უფრო ხშირად ბადისებურია, ადვილად იძენძება და ირღვევა. ძვირფასი მაქმანი უფრო გამძლეა სატარებლად და რეცხვისას.
კაბის შერჩევის სხვა ფაქტორების შესახებ: ეს არის დრო, ამინდი, ფორმალობის ხარისხი და ის, თუ რა ეცმევათ დანარჩენ სტუმრებს. მაგრამ ყველა შემთხვევაში დაგეხმარებათ პატარა შავი კაბა, რომელიც ნებისმიერ სიტუაციას უხდება.
თუ გსურთ ისეთი კაბა შეარჩიოთ, რომელიც გამოგადგებათ როგორც ოფისში პიჯაკთან ერთად, ასევე სამუშაოს შემდეგ, შეარჩიეთ მოხდენილი მოდენილი მოკლე სახელოებით და ზომიერი დეკოლტეთი.
|